Flag 0Flag 1
logo

იანვარი 28, 2026

გიორგი გრიგოლია მასწავლებლებისა და მწვრთნელებისთვის გამართული VIII საერთაშორისო ოლიმპიადის IMPACT 2026 გამარჯვებულია

ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის აფილირებულმა ასისტენტმა, გიორგი გრიგოლიამ, მასწავლებლებისა და მწვრთნელებისთვის გამართულ VIII საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMPACT 2026) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

ყაზახეთის ქალაქი ასტანა ოლიმპიადას ყოველწლიურად ჰიბრიდულ (ონლაინ და ფიზიკურ) ფორმატში მასპინძლობს და მასში მონაწილეობას ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის წამყვანი ტრენერები და პედაგოგები იღებენ. ტურნირის მთავარი მიზანი მონაწილეთა პროფესიული ზრდა, ცოდნის გაღრმავება და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა.

 

ალტე უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ ახალი სიმაღლეების დაპყრობას პროფესიულ საქმიანობაში!

გიორგი გრიგოლია მასწავლებლებისა და მწვრთნელებისთვის გამართული VIII საერთაშორისო ოლიმპიადის IMPACT 2026 გამარჯვებულია