შეხვედრების სერიის - „შეგიძლია” ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს CASS BUSINESS SCHOOL (London, UK)-ის მაგისტრი და ანტრეპრენერი, გიორგი აივაზიანი ესტუმრა.
გიორგიმ სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექცია, თემაზე - "იდეიდან მეწარმეობამდე" გამართა.
გიორგი Coffee LAB, Manavi Wines, g.Vino-სა და 8000VSC- ის დამფუძნებელია. შეხვედრის ფარგლებში მან სტუდენტებს გაუზიარა თავისი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება და ისაუბრა იმ კარიერული განვითარების გზაზე, რომელიც IT სფეროდან ყავისა და სარესტორნო ინდუსტრიაში მეწარმეობამდე გაიარა.

