Flag 0Flag 1
logo

მაისი 21, 2025

გიორგი აივაზიანი - "იდეიდან მეწარმეობამდე"

შეხვედრების სერიის - „შეგიძლია” ფარგლებში ალტე უნივერსიტეტს CASS BUSINESS SCHOOL (London, UK)-ის მაგისტრი და ანტრეპრენერი, გიორგი აივაზიანი ესტუმრება, რომელიც სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის საჯარო ლექციას გამართავს, თემაზე - "იდეიდან მეწარმეობამდე".

 

გიორგი - Coffee LAB, Manavi Wines, g.Vino-სა და 8000VSC- ის დამფუძნებელია. შეხვედრის ფარგლებში ის ისაუბრებს თავის მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებასა და იმ კარიერული განვითარების გზაზე, რომელიც IT სფეროდან ყავისა და სარესტორნო ინდუსტრიაში მეწარმეობამდე გაიარა.

 

  •  29 მაისი
  •  18:00 საათი
  •  ალტე უნივერსიტეტი

     

 შეხვედრაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე  https://shorturl.at/pN890