Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ღია კარის დღე „ალტე უნივერსიტეტში“ – პროგრამები, რეგისტრაცია და სრული გზამკვლევი

ალტე უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს ღია კარის დღეებს. ღონისძიების მიზანია, აბიტურიენტებმა ერთ სივრცეში, პირისპირ მიიღონ გადამოწმებული ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების, სწავლის პირობებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ.

ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ, თუ რას გთავაზობს ღია კარის დღე, რა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი და როგორ დაგეხმარება ეს გამოცდილება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
 

რა არის ღია კარის დღე და ვისთვისაა განკუთვნილი?
 

ღია კარის დღე ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ალტე უნივერსიტეტის“ კამპუსში, თბილისში იმართება. ფორმატი რამდენიმესაათიანია და მოიცავს როგორც საინფორმაციო შეხვედრებს, ისე ინტერაქციულ აქტივობებს.

აბიტურიენტები ხვდებიან სკოლების წარმომადგენლებს, ლექტორებსა და მოქმედ სტუდენტებს. საუბარი ეხება სწავლის შინაარსს, პროგრამების სპეციფიკასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებას. ეს ის თემებია, რომელთა შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება ვებგვერდიდან ან სოციალური ქსელებიდან, შესაძლოა, რთული იყოს.

ღონისძიება, პირველ რიგში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვისაა, თუმცა მასზე დასწრება მშობლებსა და პედაგოგებსაც შეუძლიათ. ხშირად მათაც აქვთ შეკითხვები პროგრამის კოორდინატორებთან ან ლექტორებთან, რაზეც პასუხებს პირადად იღებენ.

ღია კარის დღე ინტერაქციული აქტივობებითაც გამოირჩევა. მოსწავლეები მონაწილეობენ მოკლე ვორკშოპებში, სადაც შესაძლებლობა აქვთ თავად გამოცადონ, როგორია ესა თუ ის პროფესია. მაგალითად, კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის პრაქტიკული სესიები ტარდება, სამართლის პროგრამის მიმართულებით კი იმიტირებული სასამართლო პროცესი, ხოლო ფსიქოლოგიის პროგრამაზე მონაწილეები სხვადასხვა ტიპის აქტივობაში იღებენ მონაწილეობას.

მსგავსი აქტივობები ბევრად მეტს იძლევა, ვიდრე ინფორმაციის მიღების სტანდარტული ფორმატი, როგორებიცაა მხოლოდ მოსმენა ან კითხვა-პასუხი. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა, ერთი დღით სასურველ პროფესიებს უკეთ გაეცნოს და თავად შეაფასოს, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის სფერო მის ინტერესებს.

რას გაიგებ ღია კარის დღეზე?
 

ალტე უნივერსიტეტში რამდენიმე ძირითადი მიმართულებაა: მედიცინა, ბიზნესის ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, სამართალი და ფსიქოლოგია. თითოეულ მათგანს არა მხოლოდ ზოგადი აღწერის, არამედ პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებით გაეცნობი.

 

მაგალითად, თუ მედიცინის საერთაშორისო სკოლა გაინტერესებს, ლექტორებისგან მოისმენ, თუ როგორ არის პროგრამა აგებული, რა კლინიკური გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი სწავლის პერიოდში და რა კარიერული პერსპექტივები გელის მომავალში. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესის ადმინისტრირებაა შენი ინტერესის სფერო, კითხვებს უშუალოდ იმ ადამიანებს დაუსვამ, ვინც ამ პროგრამას ხელმძღვანელობს.

 

პროგრამების გარდა, დეტალურ ინფორმაციას მიიღებ სწავლის დაფინანსების, სტუდენტური ცხოვრებისა და კარიერული მხარდაჭერის სერვისების შესახებ. ეს სწორედ ის საკითხებია, რომელთა გარშემოც აბიტურიენტებს ყველაზე მეტი შეკითხვა უჩნდებათ და ხშირად არ იციან, ვისგან მიიღონ ამომწურავი პასუხები.
 

როგორ უნდა გამოიყენო ეს დღე მაქსიმალურად?
 

ღია კარის დღეზე დასწრება თავისთავად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მცირე მომზადება ამ დღეს ბევრად უფრო ნაყოფიერს გახდის.

 

სასურველია, წინასწარ გადახედო ალტე უნივერსიტეტის პროგრამების მახასიათებლებს. ზოგადი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მიმართულებები, დაგეხმარება, რომ ადგილზე უკვე კონკრეტული შეკითხვებით მოხვიდე. მაგალითად, თუ გეგმავ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლაში ჩააბარო, მაგრამ ზუსტად არ იცი, რომელი უფრო პერსპექტიულია, კომპიუტერული მეცნიერება თუ ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა ანალიტიკის საბაკალავრო პროგრამა, ამის შესახებ ღია კარის დღეზე ლექტორებს კითხვა აუცილებლად უნდა დაუსვა.

 

ესაუბრე არა მხოლოდ ლექტორებს, არამედ სტუდენტებსაც. ისინი ხშირად უფრო გულწრფელად ჰყვებიან, თუ როგორია ყოველდღიური სასწავლო პროცესი, რა მოსწონთ და რა სირთულეებს აწყდებიან. 

თუ ჯერ კიდევ არ გაქვს ჩამოყალიბებული არჩევანი, რაც სრულიად ბუნებრივია, უმჯობესია, რომ რამდენიმე განსხვავებული მიმართულების შესახებ მოისმინო ინფორმაცია. შედარება საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რომელი სფეროა შენთვის ყველაზე საინტერესო და რომელი – ნაკლებად. ღია კარის დღის ფორმატი სწორედ ამის შესაძლებლობას გაძლევს, რადგან ერთ სივრცეში შეგიძლია, მრავალფეროვან პროგრამებს გაეცნო.

მშობელთან ან ახლობელთან ერთად მოსვლაც კარგი აზრია. ისინი არა მხოლოდ საკუთარ შეკითხვებზე მიიღებენ პასუხებს, არამედ ღონისძიების შემდეგ მათთან ერთად მსჯელობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასაც გაგიმარტივებს.
 

როგორ დარეგისტრირდე?
 

ალტე უნივერსიტეტის ღია კარის დღეზე დასწრება უფასოა, თუმცა წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი პირობაა. ღონისძიების თარიღი და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმა ყოველწლიურად უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოც. ქსელებში ქვეყნდება.

სიახლეების დროულად მისაღებად, ადევნე თვალი ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებს. როგორც წესი, რეგისტრაციის პროცესი ღონისძიებამდე რამდენიმე კვირით ადრე იწყება.

თუ ღონისძიებასთან ან მიღებასთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები გაგიჩნდება, მოგვმართე:

ცხელი ხაზი: 032 240 29 46

 

ელ-ფოსტა: info@alte.edu.ge

ღია კარის დღე ალტე უნივერსიტეტშიღია კარის დღე „ალტე უნივერსიტეტში“ – პროგრამები, რეგისტრაცია და სრული გზამკვლევი