7 ნოემბერს, ალტე უნივერსიტეტში, ღია კარის დღე ჩატარდეა!
ღონისძიების ფარგლებში X-XII კლასის მოსწავლეები შეძლებენ აღმოაჩინონ სასურველი პროფესია და კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური მოიპოვონ.
ღია კარის დღეზე მოსწავლეები დაესწრებიან მათთვის საინტერესო პროგრამების ვორკშოპებს, დეტალურად გაეცნობიან ალტე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, დაფინანსების სისტემასა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პირადად შეხვდნენ დეკანებსა და ლექტორებს, გაიგონ მეტი სტუდენტური ცხოვრების შესახებ და მიიღონ პასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე.
ვორკშოპების დასრულების შემდეგ გაიმართება ვიქტორინა, სადაც გამარჯვებულები ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზურს მოიპოვებენ.
დღის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
- 7 ნოემბერი, 12:00 - 16:00
- ალტე უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ქ #10
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს
