Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

დეკემბერი 10, 2025

ღია კარის დღე ალტე უნივერსიტეტში

29 ნოემბერს ალტე უნივერსიტეტმა, საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.


აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, პროგრამებსა და შესაძლებლობებს, რაც მათ ალტე უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ელოდებათ.


ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები დაესწრნენ მათთვის საინტერესო პროგრამების შესაბამის ვორკშოპებს და ერთი დღით გამოცადეს საკუთარი თავები მომავალ პროფესიაში:
 

  •  სამართალი: „იმიტირებული სასამართლო პროცესი“;
  •  ფსიქოლოგია: „ფსიქოთერაპიული ტექნიკები“;
  •  მედიცინა: „ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიცინაში“;
  •  ბიზნესის ადმინისტრირება/ტურიზმი: „ლიდერობა და მოტივაცია“;
  •  კომპიუტერული მეცნიერებები/ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა ანალიტიკა: „სურათების ანალიზი დრონების გამოყენებით / ჭკვიანი კამერების ტექნოლოგიები“.


ღია კარის დღის დასასრულს, გათამაშდა ალტე უნივერსიტეტისა და Buckswood-ის სკოლის კარიერული განვითარების ბანაკის საგზურიც!

ღია კარის დღე ალტე უნივერსიტეტშიღია კარის დღე ალტე უნივერსიტეტში