ალტე უნივერსიტეტში ღია კარის დღის ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც XI და XII კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, აბიტურიენტებს გაუზიარდათ ყველა საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის, პროგრამებისა და პროფესიების შესახებ; გაეცნენ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ ალტე უნივერსიტეტში დახვდებათ.
ღია კარის დღეზე მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო პროგრამის ვორკშოპს დასწრებოდნენ და ერთი დღით მოერგოთ ის პროფესია, რომელსაც თავიანთი კარიერული გზა უნდა დაუკავშირონ:
მედიცინის საერთაშორისო სკოლა
კლინიკური უნარების განმავითარებელი ვორკშოპი
ბიზნესის სკოლა
ტრენინგი - „მიზანი“
- სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
სამართალი - აბიტურიენტები დაესწრნენ ELSA Tbilisi-თან ერთად ჩატარებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესს
ფსიქოლოგია - „ფსიქოლოგია სარეკლამო ინდუსტრიაში“
IT სკოლა
ვორკშოპების სერია - “Hack the Future“
ვორკშოპების დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო გამოკითხვაში. ყველაზე მაღალი ქულის მფლობელს, ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეს - მარი შუბითიძეს საჩუქრად ალტე უნივერსიტეტის „კარიერული განვითარების ბანაკის“ საგზური გადაეცა.
ვორკშოპებში მონაწილე თითოეული მოსწავლე სამახსოვრო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.


