Women in Tech Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში, სტუდენტებსა და დაინტერესებულ პირებს ალტე უნივერსიტეტი კიდევ ერთ ONLINE შეხვედრას სთავაზობს: „Generative AI (GenAI)- პრაქტიკული გამოყენება, რისკები და საუკეთესო ინსტრუმენტები“.
შეხვედრას ლელა მაჩაიძე - პროექტების მართვის ოფისის (PMO) მენეჯერი და ტექნიკური პროექტების მენეჯერი; სერტიფიცირებული PMP, PMI-ACP და BRMP პროფესიონალი; PMI-ის თბილისის ფილიალის თანადამფუძნებელი და ყოფილი პრეზიდენტი, MIT-ის და ოქსფორდის AI პროგრამების კურსდამთავრებული გაუძღვება.
ღონისძიების ფარგლებში გაეცნობით:
- AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას: ChatGPT, Claude, Perplexity და სხვა;
- AI-ის ეთიკურ გამოყენებას – AI გენერირებული, პლაგიატი, ცრუ ინფორმაცია და მიკერძოებულობა;
- 2025 წლის ყველაზე ტრენდულ და უფასო პლატფორმებს, რომლებიც სწავლის პროცესში დაგეხმარება;
- შეხვედრის ბოლოს: სწრაფი დემო და Q&A სესია.
ONLINE ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.office.com/e/bhXp6dTYsL