ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობის და პროექტების განვითარების დეპარტამენტის მხარდაჭერით გამოყენებითი კვლევების ყოველწლიური კონკურსი ჩატარდა, რომლის გამარჯვებულიც წელს ანი გეჯაძე გახდა. ანიმ თავისი პროექტის განსახორციელებლად ალტე უნივერსიტეტისგან 63,600 ლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.
მისი პროექტი ეხებოდა AI-ის გამოყენების პრაქტიკების ოპტიმიზაციას სტუდენტური მოტივაციის შესანარჩუნებლად. პროექტის მიზანია AI-სგან დამოუკიდებელი აზროვნების და მოტივაციის გაძლიერების მოდელის შემუშავება.
კვლევის ფარგლებში დაგეგმილია სტუდენტების AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკის ანალიზი, მოტივაციის დინამიკის შესწავლა ტექნოლოგიურ გარემოში და რეკომენდაციების შემუშავება იმ მიზნით, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ არ შეამციროს სტუდენტთა ინტელექტუალური დამოუკიდებლობა.
გამოყენებითი კვლევების კონკურსი მიზნად ისახავს ისეთი კვლევების დაფინანსებას, რომლებიც მიმართულია ახალი ცოდნის შექმნასა ან არსებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად. ალტე უნვერსიტეტი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.

