Flag 0Flag 1
logo

თებერვალი 20, 2025

გამოცადე ექიმობა ერთი დღით ალტე უნივერსიტეტში

აბიტურიენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოცადონ ექიმობა ერთი დღით და დარწმუნდნენ, რომ ეს პროფესია მათთვისაა. 

 

ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი მათ აძლევს შესაძლებლობას, უფრო ახლოს გაიცნონ მედიცინის საერთაშორისო სკოლა: შეხვდნენ დეკანსა და პროგრამის ხელმძღვანელს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია მედიცინის პროგრამის შესახებ და მოინახულონ უნივერსიტეტის თანამედროვე, ინოვაციური სიმულაციური ცენტრები.

 

პროგრამის გაცნობის შემდეგ აბიტურიენტებს ექნებათ შესაძლებლობა, ესტუმრონ ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, სადაც ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკული მეცადინეობები უტარდებათ. “სასწავლო ტურის” ფარგლებში, წამყვან ექიმებთან ერთად, ისინი გაეცნობიან რეალურ სამედიცინო შემთხვევებს და მიიღებენ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილებას.

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

  •  6 მარტი
  •  12:00 - 16:00
  •  ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
  •  ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი

     

 დარეგისტრირდით: https://shorturl.at/8Ot8c

გამოცადე ექიმობა ერთი დღით ალტე უნივერსიტეტში