Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

მარტი 06, 2025

გამოცადე ექიმობა

ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით, მედიცინით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, უნივერსიტეტის კამპუსსა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში სასწავლო ტური ჩატარდა. 

 

ღონისძიების - „გამოცადე ექიმობა” ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია მედიცინის პროგრამის შესახებ. მათ, ასევე, ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, დაესვათ მისთვის კითხვები და მოენახულებინათ უნივერსიტეტის ინოვაციური და სიმულაციური ცენტრები.

 

სასწავლო ტურის მეორე ეტაპი მოიცავდა ვიზიტს ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიში, სადაც აბიტურიენტები წამყვან ექიმებთან ერთად გაეცნენ რეალურ სამედიცინო შემთხვევებს და მიიღეს საინტერესო პრაქტიკული გამოცდილება. 

 

ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გამოცადე ექიმობაგამოცადე ექიმობა