აპრილი 29, 2024
გამოცადე ექიმობა
29 აპრილს, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, ღონისძიება „გამოცადე ექიმობა“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამას, მოენახულებინათ უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკული მეცადინეობის ლაბორატორიები, აღჭურვილობა და სიმულატორები.
აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტი, ევექსთან პარტნიორობის ფარგლებში, თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.
პროექტის - „გამოცადე ექიმობა“ მონაწილეები, აღნიშნულ კლინიკაში, შეხვდნენ დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომელთაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სპეციალური „სასწავლო ტური“ მოაწყეს და განიხილეს რეალური სამედიცინო შემთხვევები.
გიზიარებთ ფოტოებს ღონისძიებიდან















