Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 29, 2024

გამოცადე ექიმობა

29 აპრილს, ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, ღონისძიება „გამოცადე ექიმობა“ ჩატარდა, სადაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ალტე უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამას, მოენახულებინათ უნივერსიტეტში არსებული პრაქტიკული მეცადინეობის ლაბორატორიები, აღჭურვილობა და სიმულატორები.

 

პროექტის მონაწილეები ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დარგის წამყვან სპეციალისტებს შეხვდნენ. მათ მოსწავლეებს „სასწავლო ტური“ მოუწყვეს და განიხილეს რეალური სამედიცინო შემთხვევები.

 

აღსანიშნავია, რომ ალტე უნივერსიტეტი, ევექსთან პარტნიორობის ფარგლებში, თავის სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

გამოცადე ექიმობა