5-6 თებერვალს, ალტე უნივერსიტეტში გაიმართა მინი ლექციების სერია აბიტურიენტებისთვის.
ღონისძიების მიზანი იყო, რომ აბიტურიენტებს დაენახათ როგორი შეიძლება ყოფილიყო მათი მომავალი კონკრეტული სფეროს ფარგლებში და დახმარებოდა იმის გარკვევაში თუ რამდენად მოსწონდათ ესა თუ ის სფერო.
ალტე უნივერსიტეტის ლექტორებმა, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მინი ლექციები წაიკითხეს საინტერესო და მნიშვნელოვანი თემების შესახებ. ღონისძიების ბოლოს ლექტორებმა აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს და უფრო განავრცეს მათთვის საინტერესო თემები.
