Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 22, 2025

გახდი MedTech ჰაკათონის სტუდენტ-ექსპერტი

ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გახდნენ MedTech ჰაკათონის სტუდენტ-ექსპერტი და ჩაერთონ ორდღიან გამოწვევაში X-XII კლასის მოსწავლეებთან ერთად!


მედიცინის საერთაშორისო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, 6-7 ნოემბერს, ორდღიანი ჰაკათონი გაიმართება თემაზე - “AI for Care”.


პროექტის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ინოვაციებს ხელოვნური ინტელექტისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში  ჰაკათონის ფარგლებში ისინი გუნდურად იმუშავებენ რეალურ სამედიცინო გამოწვევებზე.


თითოეულ გუნდს სამუშაო პროცესში დაეხმარებიან ალტე უნივერსიტეტის სტუდენტ-ექსპერტები და მონაწილეებთან ერთად იმუშავებენ პროტოტიპის შექმნაში.

 
საუკეთესო პროექტის ავტორს ალტე უნივერსიტეტი გადასცემს ფულად პრიზს 1000 ლარის ოდენობით და საჭირო რესურსულ მხარდაჭერას იდეის განსახორციელებლად.


MEDTECH ჰაკათონის მხარდამჭერი - 4Hospitals კი თავის რჩეულ გუნდს საჩუქრად 2000 ლარს გადასცემს.


გამარჯვებულ გუნდთან ერთად დაჯილდოვდებიან სტუდენტ-ექსპტერტებიც 


მათ, ვისაც სურს გახდეს სტუდენტ-ექსპერტი, უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: http://bit.ly/3WyHG3y


რეგისტრაცია გრძელდება 28 ოქტომბრის ჩათვლით.

მედიცინა

/

საინფორმაციო ტექნოლოგიები

/
გახდი MedTech ჰაკათონის სტუდენტ-ექსპერტი