ალტე უნივერსიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ახალგაზრდული პროექტი - “გააკეთე შენი პროფესიული არჩევანი“ ჩატარდა.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში დეფიციტური პროფესიების ცნობადობის გაზრდა იყო. დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ, რომ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სხვადასხვა საინტერესო მიმართულების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ეკონომიკური პოლიტიკის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. ასევე, ისინი გაეცვნენ ლიდერული უნარების განვითარებისთვის საჭირო ტექნიკებს.

