აბიტურიენტების კლუბი და ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა XI-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს 3-დღიან ონლაინ ფსიქოლოგიის სკოლას, რომელსაც ალტე უნივერსიტეტის პროფესორები გაუძღვებიან.
ფსიქოლოგიის სკოლაში აბიტურიენტები შეძლებენ შეისწავლონ ისეთი საინტერესო თემები, როგორიცაა:
- განვითარების ფსიქოლოგიური ასპექტები;
- პროდუქტის რეკლამირების ფსიქო-სოციალური თავისებურებები;
- ფსიქოთერაპიის როლი ადამიანის ცხოვრებაში.
ლექციები ჩატარდება Zoom პლატფორმაზე. კურსის ფარგლებში მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიებში და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ნებისმიერ კითხვაზე.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე კი დასაჩუქრდება კარიერული განვითარების ბანაკის საგზურით.
მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://forms.office.com/e/3U3ungtJ21
