აბიტურიენტების კლუბისა და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, ფსიქოლოგიის პროგრამის ფარგელბში, 4-დღიანი ფსიქოლოგიის სკოლა ჩატარდა.
ფსიქოლოგიის სკოლის ფარგლებში, XI-XII კლასის მოსწავლეები დაესწრნენ სპეციალურად მათთვის შექმნილ ტრენინგ-კურსებსა და ვორკშოპებს, რომელთაც ალტე უნივერსიტეტის პროფესორები ხელმძღვანელობდნენ.
ალტე უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ლიკა მერაბიშვილმა, მოსწავლეებს გააცნო ფსიქოლოგიის პროგრამა და მათ განვითარების ფსიქოლოგიის ძირითად ასპექტებზე ესაუბრა.
მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს საინტერესო ლექციები ფსიქოთერაპიის როლის, როლური ინტერვიუს ფსიქოლოგიური ასპექტისა და პროდუქტის რეკლამირების ფსიქო-სოციალური თავისებურებების შესახებ. ტრენინგ-კურსების დასრულების შემდეგ, თითოეულ მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი.
დასკვნით ეტაპზე, შეხვედრებზე განხილული თემების მიხედვით, ჩატარდა ტესტირება, სადაც ყველაზე მაღალი ქულა ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ სიგუამ დააგროვა.
მარიამს ალტე უნივერსიტეტისგან კარიერული განვითარების ბანაკის საგზური გადაეცა.
