ალტე უნივერსიტეტი XI–XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს „ფსიქოლოგიის ONLINE სკოლას“, რომელიც ფსიქოლოგიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის არის განკუთვნილი.
პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკოს ლექტორებს და გაეცნონ სხვადასხვა აქტუალურ მიმართულებას, მათ შორის:
- განვითარების ფსიქოლოგია;
- რეკლამის ფსიქოლოგია;
სპორტის ფსიქოლოგია.
შეხვედრები გაიმართება შემდეგი განრიგით:
- 14 აპრილი — 14:00–15:00
- 15 აპრილი — 14:00–15:00
- 16 აპრილი — 15:00–16:00
ფორმატი: ONLINE / Zoom
პროექტის ფარგლებში საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილე დაჯილდოვდება ალტე უნივერსიტეტისა და ბაქსვუდის სკოლის კარიერული განვითარების სამდღიანი ბანაკის საგზურით.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეზე გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://forms.office.com/e/5Gtj60iS1u
