ალტე უნივერსიტეტი გთავაზობთ Angular-ის შემსწავლელ კურსს როგორც გამოცდილ დეველოპერებს, ასევე მათ, ვისაც გსურთ დაიწყოთ კარიერა IT მიმართულებით.
2016 წელს Google-ის მიერ Angular-ის გაშვებიდან დღემდე, Angular-ის პოპულარობა მუდმივად იზრდება. მას იყენებენ ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა: Google, Samsung, BMW და Forbes. ანგულარის გამოყენებით იქმნება ინტერაქტიული და დინამიური SPA ტიპის აპლიკაციები. Angular-ის ინსტალაციისთანავე Developer-ი ღებულობს ყველა ძირითად ინსტრუმენტს Single-Page აპლიკაციის შესაქმნელად. აპლიკაციათა უმრავლესობის ძირითადი ნაწილის შესაქმნელად სხვა ბიბლიოთეკის გამოყენებაც კი არ არის საჭირო, რადგან Angular-ის ოფიციალური ბიბლიოთეკა საკმარისზე მეტ შესაძლებლობას იძლევა. ის Google-ის გუნდის მიერ არის შექმნილი, რაც უსაფრთხოებისა და კოდირების უმაღლეს სტანდარტს გულისხმობს. TypeScript-ის გამოყენება იძლევა უდიდეს უპირატესობას: ყველაზე გავრცელებული შეცდომების დაშვებისგან თავის დაზღვევა, bug-ებისა და ხარვეზების მარტივი აღმოჩენა და სუფთა, ადვილად გასაგები კოდის წერა. Angular პრაქტიკაში ქმნის სრულიად თანმიმდევრულ კოდს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ერთსა და იმავე პროექტზე რამდენიმე დეველოპერმა შეძლოს მუშაობა. ამ თანმიმდევრულობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და მუშაობის პროცესის გასამარტივებლად, Angular-ის გუნდმა შექმნა CLI, რომელიც მოკლე ბრძანებების გამოყენებით ქმნის განმეორებად კოდის ბლოკებს. Angular დეველოპმენტის მოდულარული სტრუქტურა კოდს მისი ფუნქციონალის მიხედვით ყოფს მოდულებად, რაც არა მხოლოდ აპლიკაციის ფუნქციონალის ორგანიზებას ამარტივებს, არამედ ქმნის კოდის ფრაგმენტებს, რომლის გამოყენებაც მომავალშიც შეეძლება, როგორც ავტორს, ასევე აპლიკაციაზე მომუშავე ნებისმიერ დეველოპერს. ამ და უამრავი სხვა მიზეზების გამო, Angular-ის პოპულარობა სულ უფრო იზრდება. შესაბამისად იზრდება მოთხოვნაც მის სპეციალისტებზე.
სწორედ ამიტომ “ალტე უნივერსიტეტი” გთავაზობთ ანგულარის კურსებს, რომელიც ჰოლისტური მიდგომით ისწავლება, რაც გულისხმობს არამხოლოდ თეორიული ცოდნის მიცემას სტუდენტებისთვის, არამედ პრაქტიკული უნარების საფუძვლიან განვითარებასა და ორგანიზაციაში ანგულარ დეველოპერის როლის სწორად აღქმისათვის საჭირო ცოდნის გაზიარებას. თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ გამოცდილებას აპლიკაციის დაგეგმიდან მის საბოლოო დანერგვამდე და შეისწავლით აპლიკაციის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო ინსტრუმენტების გამოყენებას. კურსის ძირითადი ნაწილი აგებულია პრაქტიკულ სწავლებასა და გუნდურ მუშაობაზე, რაც დაგეხმარებათ მომავალში იმუშაოთ კორპორატიული დონის პროექტებზე, გამოსცადოთ და მართოთ CI/CD (უწყვეტი ინტეგრაცია და უწყვეტი დანერგვა) პროცესი, განახორციელოთ უსაფრთხოების ყველა საჭირო შემოწმება და საბოლოოდ, დანერგოთ ის საწარმოო გარემოში. კურსის განმავლობაში თქვენ მიიღებთ სრულ საბაზისო ცოდნას, რაც აუცილებელია Angular დეველოპერის კარიერის ყველა ეტაპზე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ალტე უნივერსიტეტის პარტნიორები საქართველოში უმსხვილესი კერძო კომპანიები არიან, როგორიცაა Bank of Georgia, Adjarabet, Tera Bank და სხვა, კომპანიები საუკეთესო კურსდამთავრებულებს არამხოლოდ დასაქმების, არამედ კურსის სრულად დაფინანსების უნიკალურ შესაძლებლობასაც სთავაზობენ.
კურსი განკუთვნილია ანგულარ პროგრამირებით დაინტერესებული ნებისმიერი მსურველისთვის - როგორც დამწყები დეველოპერებისთვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის გაღრმავება Angular-ის მიმართულებით, ასევე მათთვის, ვინც გეგმავს დაიწყოს ახალი კარიერა Front End Development-ის მიმართულებით. IT პროგრამირების საწყისი ეტაპიდან შესწავლის მსურველებს კი, გთავაზობთ სპეციალურად შექმნილ, Angular-ის კურსისთვის მოსამზადებელ პროგრამას - Front End Development Essentials.
კურსის გავლისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (Intermediate); Javascript/CSS/HTML ტექნოლოგიებზე მუშაობის გამოცდილება; შესაბამისი სიმძლავრის კომპიუტერი. კურსით დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე, რის შემდეგაც, დაგიკავშირდებათ უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ჩაინიშნება გასაუბრება.
t.ly/U48N
