Flag 0Flag 1
logo

მაისი 06, 2023

ფორუმი თემაზე ,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“

ალტე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და ეკონომიკური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ფორუმი თემაზე ,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“.

 

ფორუმის თემა შეეხებოდა წილის შეძენისა და დაკარგვის იურიდიულ გზებს საკორპორაციო სამართალში. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული სამეწარმეო საზოგადოებაში წევრობის უფლების მოპოვებისა და წევრობიდან გასვლის შედეგი.

 

ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ: ირაკლი ბურდული - სამართლისა და ეკონომიკის ცენტრის დირექტორი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და ნონა ზუბიტაშვილი - სამართლის დოქტორი, შავი ზღვის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

ფორუმი თემაზე ,,მონაწილეობითსამართლებრივი უფლების მოპოვებისა და დაკარგვის მექანიზმები სამეწარმეო საზოგადოებაში“