Flag 0Flag 1
logo

ოქტომბერი 07, 2023

ფინანსური ტექნოლოგიების ჰაკათონი „იდეების გენერაცია ფინტექში“ ალტე უნივერსიტეტში

საქართველოს ფინტექ ასოციაციის და „ალტე უნივერსიტეტის” ორგანიზებით გაიმართა ფინანსური ტექნოლოგიების ჰაკათონი „იდეების გენერაცია ფინტექში“.

 

ჰაკათონის მიზანი იყო ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური გადაწყვეტებისა და პროდუქტების შექმნა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა , რომელთაც შეუძლიათ ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაჭრა.

 

ჰაკათონში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებმა.

 

პროექტისთვის ტექნიკურ დავალებას შეიმუშავეს საქართველოს ფინტექ ასოციაციის წევრი და პარტნიორმა ორგანიზაციებმა.

 

გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდო, რომელიც მოწვეული ჟიურიმ გამოავლინა. 

 

პირველი ადგილი - 15 000 ლარი;

მეორე ადგილი - 10 000 ლარი;

მესამე ადგილი - 5 000 ლარი

 

პროექტის მთავარი ფინანსური მხარდამჭერი იყო ესტონეთის საელჩო საქართველოში ასევე ჰაკათონის ფინანსური პარტნიორია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - GITA.