- ვისთვის არის კურსი
კურსი განკუთვნილია სხვადასხვა სფეროს ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ მონაცემებთან და სჭირდებათ მათი ეფექტურად მართვა, ანალიზი და ვიზუალიზაცია.
- კურსის მიმოხილვა
კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს Excel-ის პროგრამის ძირითადი და მოწინავე ფუნქციები, რაც მათ მონაცემთა მართვასა და ანალიზში დაეხმარება და თანამშრომელთა სამუშაო ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
კურსზე შეძენილი ცოდნა და უნარები მათ შესაძლებლობას მისცემს, სწრაფად იმოძრაონ ფაილში და საჭირო ფუნქციების გამოყენებით, მნიშვნელოვანი დრო დაზოგონ. მონაწილეები დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარებს, რაც მათ ინფორმაციის სწრაფად დამუშავებაში, დაფორმატებაში და მარტივი და რთული ფორმულების გამოყენებით, სასურველი შედეგის გამოთვლაში დაეხმარება.
- ტრენერი
ნინო მოსიძე – კავკასიის უნივერსიტეტისა და "KOZMINSKI UNIVERSITY-WARSAW" ფინანსისტი, ტრენერი, კომპანია ,,სქაიჰაი“-ს პარტნიორობის და ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი L”-ის გაყიდვების ზრუნვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 15-23 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge
