Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

ოქტომბერი 28, 2024

ალტე უნივერსიტეტი Euroasia Agents Workshop-ზე

 

“საერთაშორისო განათლების ასოციაციის” (YEDAB) და “თურქეთის საერთაშორისო განათლების გამოფენების”  ორგანიზებით გამართულ  ღონისძიებას “Euroasia Agents Workshop”  ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ანი ამირანაშვილი და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მენეჯერი - მარიამ ხორავა დაესწრნენ. 

 

აღნიშნული ღონისძიება უკვე მე-10-ედ ჩატარდა თურქეთში, ქალაქ სტამბულში და მიზნად ისახავს უნივერსიტეტებისთვის ახალი საერთაშორისო პარტნიორების მოძიებასა და არსებულებთან ურთიერთობების გაღრმავებაში ხელშეწყობას. ალტე უნივერსიტეტი ამ ღონისძიებას ყოველწლიურად ესწრება  უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის მიზნით. 

 

ალტე უნივერსიტეტი გამოირჩევა მისი მულტიკულტურული გარემოთი, სადაც წლიდან წლამდე იზრდება საერთაშორისო სტუდენტების რიცხვი და დღეს უნივერსიტეტი უკვე მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტს აერთიანებს.

 

ალტე უნივერსიტეტი Euroasia Agents Workshop-ზე