აბიტურიენტების მაღალი დაინტერესების გამო, განმეორებით გაიმართება ინგლისური ენის ესეების უფასო ვორქშოფი პლატფორმა ზუმის საშუალებით.
ესეების ვორქშოფების მიზანია: წერის ტექნიკის, ტექსტის ანალიზის, მოსმენისა და წარმოთქმის უნარების გაუმჯობესება, გარდა ამისა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სიტყვათა მარაგის შევსება, გამოცდის კომპონენტებს შორის დროის გადანაწილებაზე მუშაობა და გამართულად წერისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა. ყოველივე ეს აბიტურიენტს დაეხმარება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის გამოცდას თავი წარმატებით გაართვას.
➡️ ვორქშოფს გაუძღვება: ლელა იაშვილი, ალტე უნივერსიტეტის ლექტორი, ცენტრ „გლობუსი“-ს დამფუძნებელი.
📅ჩატარების დრო: 25 დეკემბერი, 12:00
მონაწილეობის მსურველებს შეგიძლიათ სარეგისტრაციო ბმული შეავსოთ 24 დეკემბრის ჩათვლით Https://Forms.Gle/T3tGEYfvJ9kvjjMG8

