ალტე უნივერსიტეტში სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფარგლებში “ესეების კონკურსის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსში 50-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაერთო, რომლებმაც მოამზადეს ნაშრომები თემაზე - “ ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: AI-ის თანამედროვე გამოწვევები”.
მიღებული ნაშრომებიდან სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ ორი საუკეთესო ესეის ავტორი გამოავლინა:
- II ადგილი - ელენე დაუშვილი
- I ადგილი - ბარბარე მანელიძე
საუკეთესო ესეების ავტორებმა ალტე უნივერსიტეტისგან სასაჩუქრე ვაუჩერები მიიღეს. პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს კი გადაეცა სერტიფიკატი.

