ალტე უნივერსიტეტის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა აცხადებს ესეების კონკურსს: "სოციალური მედიის გავლენა ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე".
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.
ესე ფორმატთან დაკავშირებული დეტალები:
- ესე უნდა იყოს Word-ის ფაილში,
- ფონტი: Sylfaen, ზომა: 11
- რაოდენობა: 300 - 600 სიტყვა.
ესეების გამოგზავნა შეგიძლია მოცემულ ელ-ფოსტაზე: Schools@alte.edu.ge
ესეების მიღების ბოლო ვადაა 19 თებერვალი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
