Flag 0Flag 1
logo

დეკემბერი 02, 2025

ესეების კონკურსი - „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: AI-ის თანამედროვე გამოწვევები”

ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის, ესეების კონკურსი ჩატარდება. 

 

კონკურსის თემა: 

“ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: AI-ის თანამედროვე გამოწვევები”.

 

ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს, თუმცა ის ახალ შესაძლებლობებთან ერთად, ახალ გამოწვევებსაც ქმნის, რომელთაგან ერთ-ერთი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ეხება.

მოსწავლეთა ნაშრომი უნდა ასახავდეს მათს შეხედულებებს, ხედვასა და მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.

საკონკურსო პროექტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საავტორო უფლებების, კვლევის ეთიკისა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დაცვით.


ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ესე უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე;
  • ნამუშევრის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 350 და მაქსიმუმ 500 სიტყვას;
  • ესე უნდა მომზადდეს ვორდის ფორმატში, Sylfaen შრიფტით, ფონტის ზომა 12.


დოკუმენტში უნდა მიეთითოს:

  • ავტორის სახელი, გვარი;
  • სკოლა/კლასი;
  • საკონტაქტო მობილურის ნომერი;
  • საკონტაქტო ელ-ფოსტა;
  • ნაშრომის სათაური.

     

კონკურსის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება 2 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებსაც ალტე უნივერსიტეტისგან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ:

I ადგილი - 500 ლარიანი ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი;

II ადგილი - 300 ლარიანი ტექნიკის მაღაზიის ვაუჩერი.

 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს ელექტრონული სერტიფიკატი გადაეცემა!

 

ესეები მიიღება მეილზე: Schools@alte.edu.ge29 დეკემბრის ჩათვლით.

სამართალი

/
ესეების კონკურსი - „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები: AI-ის თანამედროვე გამოწვევები”