ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და აბიტურიენტების კლუბი აცხადებს ესეების კონკურსს XI და XII კლასელებისთვის თემაზე - “დემოკრატიული სახელმწიფო”.
დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპს თავისუფლება წარმოადგენს, რაც განვითარებულ ქვეყნებში სახელმწიფოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.
საკონკურსო ესეს ფორმატი:
- ნაშრომის მოცულობა : 350 -500 სიტყვა
- ფორმატი: Word, Sylfaen
- შრიფტის ზომა: 12
ნაშრომს აუცილებლად უნდა მიუთითო შენი სახელი და გვარი, საკონტაქტო ნომერი, სკოლა, კლასი და სათაური
ესეები მიიღება მეილზე: Schools@alte.edu.ge , 20 დეკემბრის ჩათვლით
კონკურსის დასრულების შემდეგ, გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომელთაც ალტე უნივერსიტეტი დაასაჩუქრებს:
- II და III ადგილზე გასულ მოსწავლეებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები
I ადგილზე გასული მოსწავლე კარიერული განვითარების ბანაკის საგზურით დასაჩუქრდება, მის სკოლას კი ალტე უნვიერსიტეტისგან ლიტერატურა გადაეცემა
კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლე მიიღებს სერტიფიკატს.