Flag 0Flag 1

ივლისი 02, 2026

ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები

ალტე უნივერსიტეტის კამპუსში ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები ჩატარდა.


შეხვედრებს უძღვებოდა ალტე უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი და განათლების ცენტრ „რენომეს“ დამფუძნებელი - მარი დგებუაძე.


ვორკშოპების ფარგლებში, მონაწილეებმა საგამოცდო ტესტის ოთხივე კომპონენტზე იმუშავეს:
 

  • წაკითხულის გააზრება;
  • ანალიტიკური წერა;
  • ლოგიკური მსჯელობა;
  • რაოდენობრივი მსჯელობა.


მარიმ მომავალ მაგისტრანტებს დეტალურად გააცნო ტესტის სტრუქტურა, ეფექტური წერის ტექნიკები და ის პრაქტიკული მიგნებები, რომლებიც მათ გამოცდაზე დროის სწორად გადანაწილებასა და მაქსიმალური შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.

ertiani-samagistro-gamotsdebistvis-mosamzadebeli-vorkshopebiertiani-samagistro-gamotsdebistvis-mosamzadebeli-vorkshopebiერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები