ალტე უნივერსიტეტში ერთიანი სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ვორკშოპები იწყება.
ტრენინგების განმავლობაში ვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან საგამოცდო ტესტის სტრუქტურას; მოისმენენ ტრენერისგან იმ ტექნიკებისა და მიგნებების შესახებ, რომლებიც საგამოცდო ტესტთან მუშაობაში დაეხმარებათ.
ვორკშოპები ორ სერიად ჩატარდება, რომელიც ტესტის ოთხივე კომპონენტს დაფარავს:
- წაკითხულის გააზრება;
- ანალიტიკური წერა;
- ლოგიკური მსჯელობა;
- რაოდენობრივი მსჯელობა.
- I სესია:
29 მარტი 17:00-21:00
30 მარტი 12:00-16:00
- II სესია:
5 აპრილი 17:00-21:00
6 აპრილი 12:00-16:00
ვორკშოპზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე - https://shorturl.at/Jn7Ej
