ალტე უნივერსიტეტი 2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს Erasmus+ და ბილატერალურ გაცვლით პროგრამებს
- Erasmus+ პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტის მონაწილეობას დაფარულია სწავლის გადასახადი, ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯები.
- ბილატერალური გაცვლითი პროგრამა მოითხოვს სტუდენტის ნაწილობრივ თანამონაწილეობას: მასპინძელი უნივერსიტეტი ფარავს სწავლის გადასახადს, თუმცა საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯები სტუდენტის პასუხისმგებლობის ქვეშაა (ალტე უნივერსიტეტმა შესაძლოა ასევე განიხილოს ლიმიტირებული ფინანსური მხარდაჭერა).
2026 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გაცვლითი პროგრამების მიღება გამოცხადებულია 7 უნივერსიტეტში:
1 . უშქუდარის უნივერსიტეტი (Üsküdar University, თურქეთი)
- ტიპი: ბილატერალური (საჭიროებს თანადაფინანსებას) – 5 ადგილი
- ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი
- სწავლის სფეროები: სტომატოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, კომპიუტერული ინჟინერია.
2. პლოვდივის სამედიცინო უნივერსიტეტი (Medical University of Plovdiv, ბულგარეთი)
- ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 2 ადგილი
- სწავლის სფეროები: მედიცინა, სტომატოლოგია.
3. კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი (Klaipėda State University of Applied Sciences – KVK, ლიეტუვა)
- ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი (უპირატესობა, გაზრდილი დაფინანსებით, მიენიჭებათ ნაკლები შესაძლებლობების მქონე პირებს (განმარტებისთვის: persons with fewer opportunities)
- სწავლის სფეროები: ფინანსები, მენეჯმენტი, ტურიზმი.
4. პომერანიის უნივერსიტეტი სვუპსკში (Pomeranian University in Słupsk, პოლონეთი)
- ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 2 ადგილი
- სწავლის სფეროები: სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი.
5. რომის ტორ ვერგატას უნივერსიტეტი (University of Rome Tor Vergata, იტალია)
- ტიპი: Erasmus+ (სრული დაფინანსება) – 1 ადგილი
- სწავლის სფეროები: კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი, მედიცინა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი.
6. ალბას ბიზნესის უმაღლესი სკოლა (Alba Graduate Business School, საბერძნეთი)
- ტიპი: ბილატერალური (საჭიროებს თანადაფინანსებას) – კვოტის გარეშე
- სწავლის სფეროები: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, მარკეტინგი, ფინანსები.
7. ტექნოლოგიებისა და ლიდერობის ინსტიტუტი “ინტელი” (INTELI – Institute of Technology and Leadership, ბრაზილია)
- ტიპი: ბილატერალური (საჭიროებს თანადაფინანსებას) – 2 ადგილი
- სწავლის სფეროები: კომპიუტერული მეცნიერება.
განაცხადის ვადები და ეტაპები
- 30/10/2025: განაცხადის ფორმის შევსება ბმულზე (ფორმაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ალტეს ელფოსტით).
- 31/10 - 3/11/2025: განაცხადების საწყისი გადარჩევა (შესაბამისობის შემოწმება).
- 4/11/2025: ინგლისური ენის ცოდნის ტესტი (საჭიროების შემთხვევაში).
- 5 - 7/11/2025: გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან (დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
- 10 - 11/11/2025: კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება.
გაცვლით პროგრამაში ალტე უნივერსიტეტის მიერ ნომინირებული კანდიდატი საბოლოოდ დამტკიცდება მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ. ამის შემდეგ სტუდენტი, უნივერსიტეტთან ერთად, ადგენს სასწავლო შეთანხმებას (Learning Agreement), რომელშიც მითითებულია გაცვლითი სემესტრის განმავლობაში დასაფარი საგნები და კრედიტები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს უცხოეთში მიღებული ECTS კრედიტების აღიარებას საქართველოში დაბრუნებისას.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტუდენტს, რომელმაც:
- ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი პროგრამის ფარგლებში 2025 წლის შემოდგომის სემესტრისათვის მინიმუმ 60 ECTS კრედიტი დააგროვა;
- მაგისტრატურის ფარგლებში – მინიმუმ 30 ECTS კრედიტი;
- 2026 წლის გაზაფხულის სემესტრი არ იქნება შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის ბოლო სემესტრი;
- აკადემიური მოსწრება (GPA) არანაკლებ 2.5-ისა.
განაცხადს უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები (ინგლისურ ენაზე, PDF ფორმატში):
- 1 რეკომენდაციის წერილი შესაბამისი სკოლის აკადემიური პერსონალისგან (სტუდენტს უნდა ჰქონდეს გავლილი მინ. 1 საგანი რეკომენდატორთან);
- სამოტივაციო წერილი (1 გვერდი) – რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობა? რა საგნებს ისწავლით არჩეულ უნივერსიტეტში? როგორ შეუწყობს გაცვლითი პროგრამა თქვენს პროფესიულ განვითარებას და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას საქართველოში დაბრუნების შემდეგ?
- CV/რეზიუმე;
- პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- ნიშნების ფურცელი (Transcript of Records);
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნას (ინგლისური ენის დონე: მინიმუმ B1 (CEFR)). დონის დადასტურება შესაძლებელია შემდეგი გზებით: ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, განვლილ კურსებში ალტე უნივერსიტეტის ინგლისური ენის კურსის (მინ. B1.2 დონე) არსებობით, ინგლისურენოვანი საგნების გავლით (მინ. 20 ECTS), ან შიდა ტესტის ჩაბარებით ალტე უნივერსიტეტში.
შეფასების კრიტერიუმები (ჯამში 100 ქულა):
- აკადემიური მოსწრება – 25 ქულა
- რეზიუმე – 15 ქულა
- მოტივაცია – 10 ქულა
- რეკომენდაცია – 10 ქულა
- ენის კომპეტენცია – 20 ქულა
- გასაუბრება – 20 ქულა
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Erasmus+ პროგრამები ინკლუზიურია და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სტუდენტისთვის მათი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად. შერჩევის პროცესში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სქესის, რასის, ფერის, ეთნიკური ან სოციალური წარმომავლობის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, ასაკის ან სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:
ელ. ფოსტა: international@alte.edu.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: “Exchange Program Application”.
დამატებით გამოგეგზავნებათ მეილი საინფორმაციო Q&A შეხვედრასთან დაკავშირებით.
