Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 25, 2025 (13 : 00)

ექიმი ზუბაირ აჰმადი ალტე უნივერსიტეტში

ალტე უნივერსიტეტმა სამედიცინო განათლების სპეციალისტსა და პრაქტიკოს ექიმს, ზუბაირ აჰმადს უმასპინძლა, რომელიც ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში მოღვაწეობს. 

 

შეხვედრა ეხებოდა თემას „კარიერული გზა გაერთიანებულ სამეფოში სამედიცინო პროგრამის დასრულების შემდეგ: ინტერნატურა და პოსტდიპლომური სწავლების შესაძლებლობები". სესიის ფარგლებში ექიმმა აჰმადმა სტუდენტებს გაუზიარა ინფორმაცია გაერთიანებულ სამეფოს სამედიცინო სფეროში კარიერული შესაძლებლობების, სტაჟირებებისა და დასაქმების შესახებ.

 

ზუბაირ აჰმადს 27-წლიანი მდიდარი კლინიკური გამოცდილება აქვს. ამჟამად იგი უძღვება რამდენიმე პრესტიჟულ ორგანიზაციას, როგორებიცა: MedPrep UK, Arlington British Medical Academy და Arlington Medical Consultancy UK, სადაც დამფუძნებელი დირექტორის პოზიციას იკავებს. ის აქტიურად თანამშრომლობს მანჩესტერის უნივერსიტეტთან და სხვა წამყვან სამედიცინო ინსტიტუტებთან, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თანამედროვე სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკის განვითარებაში.

ექიმი ზუბაირ აჰმადი ალტე უნივერსიტეტშიექიმი ზუბაირ აჰმადი ალტე უნივერსიტეტში