ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაციის ორგანიზებით, ავეიროში, პორტუგალიაში, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიური ფორუმი (EQAF2023) გაიმართა, რომლის წლევანდელი თემა იყო : ,,ინტერნაციონალიზაცია ცვალებად გარემოში. ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ტენდენციები და გამოწვევები".
ფორუმის მონაწილეებს შორის იყო ალტე უნივერსიტეტის წარმომადგენელიც ხარისხისა და შესაბამისობის სამსახურის დირექტორი - ნინო ალავიძე.
ალტე უნივერსიტეტისთვის მსგავსი ფორუმები იძლევა საშუალებას გავიზიაროთ უშუალოდ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეზე პასუხისმგებელი პირების და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლების მიდგომები და პრაქტიკები, რაც აუცილებელია მუდმივი განვითარებისთვის.