საქართველოში ელ.კომერციის ბაზარი საკმაოდ მზარდია და მისი ზომა, 2022 წლის მონაცემებით, 1,300 მილიონ ლარზე მეტს შეადგენდა.
27 თებერვალს, 18 საათზე, ალტე უნივერსიტეტის ფორბსის კლუბში, Forbes 30 Under 30-ის გამარჯვებულებს ვუმასპინძლებთ, რომლებიც ისაუბრებენ თემაზე: „ელ. კომერციის A-Z საქართველოში"
ღონისძიების სპიკერები:
მარიშა გოგოლაური - UpWay-ის თანადამფუძნებელი და Extra.ge-ის CMO - 2021 წლის 30 Under 30 ანტრეპრენერებისა და მეწარმეების კატეგორიაში;
ანანო დოლაბერიძე - Phubber-ის თანადამფუძნებელი - 2019 წლის 30 Under 30 ვაჭრობისა და ელ-კომერციის კატეგორიაში;
რატი გველესიანი - Smart Academy & Smart Web-ის დამფუძნებელი - 2019 წლის 30 Under 30 ტექნოლოგიების კატეგორიაში.
მონაწილეობისათვის გაიარეთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.