- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია ნებისმიერ სფეროში მომუშავე, როგორც საწყისი, ასევე, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის.
- კურსის მიმოხილვა
ერთადერთი რესურსი, რომლის მართვაც და დაგროვებაც არ ხერხდება არის დრო. თუმცა, ამ კუთხით, რაც ადამიანებს შეუძლიათ არის პრიორიტეტების სწორად დასახვა, ეფექტური დაგეგმარება და იმის განსაზღვრა, თუ რა უნდა ვაკეთოთ თავად და რისი დელეგირება შეგვიძლია. სწორედ ამ მიდგომით არის შესაძლებელი ვიყოთ ეფექტურები სამსახურში და, ასევე, შევინარჩუნოთ პროფესიულო - პირადი ცხოვრების ბალანსი.
კურსი მოიცავს კონკრეტულ მეთოდებს დავალებების ორგანიზებისა და პრიორიტიზირებისთვის, რჩევებს - პროკრასტინაციასთან გასამკლავებლად, პრაქტიკულ მოდელს - დელეგირების დონეების განსაზღვრისა და პროცესის წარმართვისთვის. ასევე, განხილული იქნება ასერტიული/დამარწმუნებელი კომუნკაციის ელემენტები და “არა”-ს თქმის ფორმები.
- ტრენერი
მარიკა ნებიერიძე - ბიზნეს ტრენერი, მენტორი, HR კონსულტანტი, 20+ წლიანი გამოცდილებით კორპორატიული ტრენინგების სფეროში. LinkedIn
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 6 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge

