21-22-23 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლისა და აბიტურიეენტების კლუბის ორგანიზებით, დებატების სამ დღიანი კურსი ჩატარდა, რომელსაც დებატების პროფესიონალი მსაჯი და ტრენერი - გიორგი ანდრონიკაშვილი გაუძღვა.
კურსში მონაწილეობა მიიღეს X, Xl და Xll კლასის მოსწავლეებმა. მიღებული ცოდნა მონაწილეებმა პრაქტიკაშიც გამოსცადეს. ჩატარდა დებატები, გამარჯვებულები კი ჟიურიმ გამოავლინა და დაასაჩუქრა.
პირველ ადგილზე გასულ მონაწილეს ბანაკის „საგზური“, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.
