Flag 0Flag 1
logo

დავით კიკვიძე

ბიზნესის სკოლის დეკანი

დავით კიკვიძე ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერტი და მენეჯმენტის ასოცირებული პროფესორია. ამჟამად ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანია.
 

მან განათლება მიიღო საქართველოში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე; ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან პროექტების მართვის მიმართულებით.
 

მისი გამოცდილება მოიცავს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებს, არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორებს. 2021 წლიდან საქართველოს ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარეა, სადაც მუშაობს ინდუსტრიის განვითარების, სტრატეგიული პარტნიორობებისა და სტეიკჰოლდერებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე. არის საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით განხორციელებული „ღია ბანკინგის” პროექტის კომიტეტის წევრი, სადაც წარმოადგენს TBC ბანკს და მონაწილეობს რეგულაციების დანერგვასა და API-პროდუქტების განვითარებაში. ასევე გახლავთ მსოფლიო ბანკის Business Ready პროექტის მოწვეული ფინტექ-ექსპერტი.
 

2016–2023 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ბიზნეს-სექტორში; საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში - უფროს პროექტ მენეჯერად; კახეთის ტრადიციულ მეღვინეობაში - პროექტების აღმასრულებელ დირექტორად; „ლიბერთი ბანკში“ - ციფრული სერვისების დეპარტამენტის უფროსად და სხვ.
 

დავით კიკვიძე 2017 წლიდან ეწევა აკადემიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში და არის „ფინანსური ტექნოლოგიების“ კურსის ავტორი, რომელიც, მისი ინიციატივით, საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლება.