აპრილი 4, 2025
დასაქმების ფორუმი 2025
4 აპრილს ალტე უნივერსიტეტმა მორიგ დასაქმების ფორუმს უმასპინძლა, რომელსაც სხვადასხვა სფეროს 20 წამყვანი პარტნიორი ორგანიზაცია დაესწრო.
ფორუმი უნიკალური შესაძლებლობა იყო ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, დაეწყოთ კარიერული განვითარება და გადაედგათ პირველი ნაბიჯები მათთვის საინტერესო სფეროში.
ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებს და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო მიმართულებით დასაქმების პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ.





