აპრილი 17, 2024
დასაქმების ფორუმი 2024
17 აპრილს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, დამსაქმებლებს ვუმასპინძლეთ. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილნი იყვნენ ყველა მიმართულებით მომუშავე წარმატებული კომპანიები. ფორუმზე სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება უშუალოდ დამსაქმებლისგან მიეღოთ ინფორმაცია სამუშაო პირობების და კარიერული განვითარების შესახებ, ასევე ადგილზე სხვადასხვა სფეროს სააპლიკაციო ფორმის შევსება.













