მარტი 21, 2024
დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუს" და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით "ალტე უნივერსიტეტში", გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში, საჯარო პანელი გაიმართა.
თემა: დაიცავი შენი ფული, დაიცავი შენი მომავალი.
პანელს მოდერაცია Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა და ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი აბაშიშვილმა, და საბანკო ასოციაციის წარმომადგენელმა, ინგა ქარჩავამ, გაუწიეს.
ფულის გლობალური კვირეული ცნობიერების ასამაღლებელი საერთაშორისო ღონისძიებაა და მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა 2012 წლიდან, საქართველო კი - 2014 წლიდან აღნიშნავს. კამპანიის სლოგანია "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე." და მიზნად ისახავს ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზაციას.
გიზიარებთ ფოტოებს შეხვედრიდან.







