Flag 0Flag 1
logo

აგვისტო 28, 2025

ჩინური ენის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

ალტე უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის თანამშრომლობით, უნივერსიტეტის კამპუსში უკვე რამდენიმე სემესტრია წარმატებით ხორციელდება ჩინური ენის სწავლება, რომელიც სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ უცხო ენას და გაეცნონ ჩინურ კულტურას.

 

2025 წლის შემოდგომის სემესტრისთვის რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ხოლო სწავლა 6 ოქტომბერს განახლდება. კურსის სრული ხანგრძლივობა 15 კვირას (1 სემესტრს) შეადგენს, რომლის ფარგლებშიც ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში 2-ჯერ, 2 საათიანი გაკვეთილი ჩაუტარდებათ. 

 

კურსის ღირებულება 390 ლარია, თუმცა, ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა. 

 

სარეგისტრაციო ლინკები

 

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 28 სექტემბერი.

 

სხვა დეტალებზე ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კონფუცის ინსტიტუტის Facebook გვერდს.