Flag 0Flag 1
ak-shegidzlia-moipovo-stsavlis-sruli-dafinanseba
გაიგე მეტი

აპრილი 22, 2026

Career Hunter Camp 2026 იწყება!

:

აპრილი 22 00:00

ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი - Career Hunter Camp 2026 იწყება!

 

პროექტი განკუთვნილია XI–XII კლასის მოსწავლეებისთვის. მისი მიზანია მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გაეცნონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს, განივითარონ კარიერული დაგეგმვის უნარები და გამოავლინონ საკუთარი ინტერესები. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია 1000-ლარიანი სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა.

 

კარიერული განვითარების ბანაკი მოიცავს:

  • პროფესიული ორიენტაციის ვორკშოპებს;
  • შეხვედრებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, დეკანებთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან;
  • კარიერული განვითარების ტრენინგებს;
  • სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

 

ბანაკი ტრადიციულად გაიმართება ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ მრავალფეროვანი გამოცდილება და ჩაერთონ აქტიურ საგანმანათლებლო გარემოში.

 

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია შესაძლებელია 3 მაისის ჩათვლით ამ ბმულზე.

career-hunter-camp-2026-itsyeba