- ვისთვის არის ეს კურსი?
კურსი განკუთვნილია, სხვადასხვა სფეროს, ნებისმიერი რგოლის თანამშრომლებისათვის, რომლებიც მუშაობენ მცირე, სპეციალიზებულ სერვისებსა და პროდუქტებზე და სურთ უფრო ღრმა გაგება კლიენტზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ.
- კურსის მიმოხილვა
კურსი გულისხმობს კლიენტის მოთხოვნებზე ორიენტირებულ ნიშურ მომსახურებას. მონაწილეები გააცნობიერებენ, რომ ცვლილება შესაძლებლობაა, რომელიც ხელს უწყობს სიცოცხლის შეგრძნებას და საწინდარია პიროვნული და პროფესიული ზრდისთვის. ბუტიკური კომპანიის მნიშვნელოვნების გაცნობიერება და პიროვნული და პროფესიული განვითარების დაგეგმვა - წარმოადგენს კურსის მთავარ აღმოჩენას.
- ტრენერი
დათო დათუსანი – ბიზნეს კონსულტანტი, ბიზნეს ქოუჩი, ტრენერი და მენტორი. 10 - წლიანი გამოცდილება სს „სადაზღვევო კომპანია იმედი L“-ის კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე.
- კურსის ხანგრძლივობა
კურსი მოიცავს 8 საკონტაქტო საათს.
*სასწავლო პროგრამა და განრიგი შესაძლებელია მოერგოს ორგანიზაციის ინდივიდუალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებს.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ალტე უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
საკონტაქტო მეილი: LLC@alte.edu.ge