Flag 0Flag 1
logo

მაისი 02, 2025 (18 : 00)

ბიზნესის სკოლის Network საღამო

25 აპრილს ალტე უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის ორგანიზებით Network საღამო გაიმართა.

 

ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებსა და პროგრამით დაინტერესებული პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ბიზნეს ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სექტორის წამყვან კომპანიებს; მიეღოთ მათგან პროფესიული რჩევები და საჭირო ინფორმაცია სამომავლო დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის.

 

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ალტე უნივერსიტეტსა და შემდეგ კომპანიებს შორის:

 

  • Payzee
  • Citypay
  • Keepz
  • Paysera bank
  • Grant Thornton Georgia
  • Inexpay
  • BKN301
  • United Payment Georgia
  • Aurum

 

მემორანდუმი ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სტუდენტების დასაქმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად 

 

ღონისძიებას ესწრებოდა ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი - რამაზ კუკულაძე, ვიცე-პრეზიდენტები: ანი ამირანაშვილი, ნათია ზედგინიძე და თამარ მახარაძე, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.

ბიზნესის სკოლის Network საღამობიზნესის სკოლის Network საღამო