Flag 0Flag 1
logo

ივლისი 21, 2025

ბიზნეს ვორკშოპები და NETWORK საღამო მაგისტრანტებისთვის

29 ივლისს, ალტე უნივერსიტეტში ბიზნეს ვორკშოპები და NETWORK საღამო გაიმართება.

 

ღონისძიების ფარგლებში დაინტერესებული პირები შეძლებენ, პრაქტიკაში დაინახონ, თუ როგორ მუშაობს და რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესის ისეთ მიმართულებებს, როგროიცაა: მარკეტინგი, მეწარმეობა და სტრატეგიული მენეჯმენტი.

 

ღონისძიებას დაესწრებიან დარგის წამყვან სპეციალისტები და MBA პროგრამის ლექტორები, რომლებიც მომავალ მაგისტრანტებს გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მათთან ერთად განიხილავენ რეალურ ბიზნეს ქეისებს.

 

ღონისძიებაზე ბიზნესის სკოლის დეკანი, დავით კიკვიძე, ასევე ისაუბრებს MBA პროგრამასა და აქ არსებულ კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებზე. 

 

  • მაია მელიქიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრი და საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელია. შეხვედრის ფარგლებში მაია ჩაატარებს ვორკშოპს სტრატეგიულ მენეჯმენტზე - როგორ მივიღოთ სწორად გადაწყვეტილებები მუდმივად ცვალებად გარემოში.
  • მარიკა აბულაძე პროკრედიტ ბანკის მარკეტინგის ხელმძღვანელია, რომელიც ისაუბრებს მარკეტინგის მნიშვნელობასა და ძალაზე.
  • ვასილ რევიშვილი THALES INVESTMENT-ის მმართველი პარტნიორი და London Business School-ის მაგისტრია. ვასილი ისაუბრებს, თუ როგორ შეიძლება ანტრეპრენერობა იქცეს პროფესიად.

 

ღონისძიების დასასრულს NETWORK საღამო გაიმართება, სადაც მომავალ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი კავშირები: გაესაუბრონ MBA პროგრამის ლექტორებსა და პროფესორებს, ბიზნესის სკოლის დეკანს, დარგის წამყვან ექსპერტებსა და პოტენციურ დამსაქმებლებს. მათთან ერთად განიხილონ სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები.

 

  •  29 ივლისი, 19:00 სთ
  •  ალტე უნივერსიტეტი

     

 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.office.com/e/CLK0W3qDa9