Flag 0Flag 1
logo

ნოემბერი 07, 2021

BHARATH-ის უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ალტე უნივერსიტეტსა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც მრავალმხრივია: მედიცინის სკოლის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი პროგრამების შექმნა IT ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერებების მიმართულებით; მედიცინის სკოლის სტუდენტების პრაქტიკის ხელშეწყობა საქართველოსა და ინდოეთის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.

Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 1984 წელს. 2014 წელს მსოფლიოს განათლების კონგრესის მიერ სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნივერსიტეტი „წლის საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად“ დასახელდა, ხოლო 2020 წელს იგი განათლების დონის ხარისხით NIRF-მა მსოფლიოს მასშტაბით 59-ე ადგილით დააჯილდოვა. „აღნიშნული მემორანდუმი ქართულ და ინდურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთანამშრომლობის პირველი პრეცედენტია. ჩვენ გვჯერა, რომ Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტთან თანამშრომლობა უდიდეს წვლილს შეიტანს ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამის განვითარებაში. რაც შეეხება IT ტექნოლოგიებსა და მონაცემთა მეცნიერებებს, ეს ალტე უნივერსიტეტისთვის ახალი მიმართულებაა და Bharath-ის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ინსტიტუტის ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარება მოგვცემს მისი გლობალურ დონეზე განვითარების შესაძლებლობას&Quot;, - აღნიშნა რამაზ კუკულაძემ, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.

ალტე უნივერსიტეტი სრულად ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2002 წელს დაფუძნდა და ამჟამად 12 ქვეყნის 2100 სტუდენტს აერთიანებს 4 სკოლაში, ესენია: მედიცინის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და სამართლის სკოლები. უნივერსიტეტი საქართველოში ყველაზე დიდი ჰოსპიტლების ქსელის „ევექსის“ სტრატეგიული პარტნიორია და სწორედ ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკა არის უნივერსიტეტთან აფილირებული სამედიცინო დაწესებულება.

BHARATH-ის უნივერსიტეტისა და ალტე უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი