ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, XI–XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს Arduino-ს კვირეულს.
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები დაესწრებიან პრაქტიკულ ვორკშოპებსა და სემინარებს, გაეცნობიან Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლებს, ხოლო კურსის დასასრულს ჩაერთვებიან მასშტაბურ ჰაკათონში, სადაც გუნდურად იმუშავებენ ფინალურ პროექტზე და შექმნიან რეალურ პროტოტიპებს. მონაწილეთა ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის გამოფენაზე.
კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
- დღე 1 - Arduino-სა და ელექტრონიკის საფუძვლები
- დღე 2 - ციფრული კოდირება და მართვის პრინციპები
- დღე 3 - ანალოგური სიგნალები და PWM
- დღე 4 - ხმა, მოძრაობა და მცირე პროექტების შექმნა
ჩატარების თარიღები: 9–10 მაისი | 16–17 მაისი
დრო: 10:00–12:00
მისამართი: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, უნივერსიტეტის ქ. #10
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა ამ ბმულზე.
