ალტე უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით, XI-XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს Arduino ჰაკათონს.
ჰაკათონის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ ინტენსიურ პრაქტიკულ ტრენინგებს, სემინარებსა და ვორკშოპებს, რაც მათ საშუალებას აძლევს საფუძვლიანად შეისწავლონ Arduino და ელექტრონიკის საფუძვლები. ალტე უნივერსიტეტის მენტორების მხარდაჭერით, მონაწილეები გუნდურად იმუშავებენ, პრაქტიკაში გამოიყენებენ მიღებულ თეორიულ ცოდნას, განავითარებენ საკუთარ იდეებს და გადააქცევენ მათ ფუნქციურ პროტოტიპებად, ამავდროულად უპასუხებენ თანამედროვე გამოწვევებს.
პროექტის დასკვნით ეტაპზე ალტე უნივერსიტეტი გამოავლენს გამარჯვებულ გუნდს, რომელიც ტექნიკის ვაუჩერით დაჯილდოვდება. ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები, ასევე წარმოდგენილი იქნება კომაროვის STEM ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილ გამოფენაზე, სადაც მათ ფართო აუდიტორია გაეცნობა.
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.
ღონისძიების თარიღები: 22, 23 და 24 მაისი;
დრო: 16:00 - 19:00;
მისამართი: ალტე უნივერსიტეტის კამპუსი, უნივერსიტეტის ქუჩა #10.
