ალტე უნივერსიტეტში ყოველწლიური ონ-ბორდინგის ღონისძიება ჩატარდა
ონ-ბორდინგი არის საორიენტაციო შეხვედრა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პირველკურსელებისთვის, რომელიც ყოველწლიურად რამდენიმე ეტაპად ტარდება. მისი მიზანია, ახალ სტუდენტებს გააცნოს უნივერსიტეტის ღირებულებები, აკადემიური და საუნივერსიტეტო ცხოვრება და გაუზიაროს მათ სტუდენტური ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები.
ღონისძიებაზე სტუდენტები შეხვდნენ სკოლების დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები შესაბამისი პირებისგან.
